აქტუალური
„ბოლო გამოკითხვების მიხედვით 5%-ს არ აჭარბებს სხვაობა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგებს შორის“- კახა კუკავა

kuka-aqtual-3საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ განცხადებას პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა „პირველ რადიოსთან“ საუბარში, მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აკეთებს.

ხელისუფლებამ ორი თუ სამი წლის წინ შეინარჩუნა ნაციონალური მოძრაობა. გახსოვთ თქვენ ცნობილი ფრაზა - „შუა უნდა გაიკრიფოს“ და ის ცდილობდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე დაეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა, როგორც ცხრა წლიანი მმართველობის შედეგად დისკრედიტირებული ძალა და ასეთი გათვლა ჰქონდა, რომ თვითონ იყო კარგი და მტრის ხატად ჰყავდა ნაციონალური მოძრაობა. შეიძლება ამან პირველ ხანებში გაამართლა კიდევაც, მაგრამ ეხლა ეს აშკარად უბრუნდება ხელისუფლებას ბუმერანგივით იმიტომ, რომ ბოლო გამოკითხვების მიხედვით 5%-ს არ აჭარბებს სხვაობა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგებს შორის,ხოლო რუსთავი 2, რომელიც ნამდვილად არ იყო 3-4 წლის წინ და არც 2 წლის წინ ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ტელევიზია, გახადეს სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ და გარანტად. მე ვფიქრობ, რომ რუსთავი 2-ის ამბები ხელისუფლებას ძალიან მწარედ მოუბრუნდება. მას უნდოდა გამოეჩინა, რომ საზოგადოებას შავსა და თეთრს შორის გაეკეთებინა არჩევანი, ოღონდ ეხლა ისე გამოდის, რომ შავები თვითონ არიან“, - განაცხადა კუკავამ „პირველ რადიოსთან“ საუბარში.