სამართალი
არჩილ კაიკაციშვილი: „ორგანიზაცია იზიარებს ყოფილი პრემიერ–მინისტრის განცხადებაში გაჟღერებულ შეფასებებს ე.წ. ნარუშილოვკების ვიდეოკადრებთან დაკავშირებით”

kaikac-samart-3საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. „ნარუშილოვკების“ საკითხის მიმართ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს.

ნარუშილოვკების“ გამოყენება შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სათანადო ნორმატიულ დოკუმენტში მაქსიმალურად ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, თუ ვის და რა შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით. აბსოლუტურად სწორად მიუთითებს ყოფილი პრემიერი, რომ დაუმსახურებელი პრივილეგიით სარგებლობა სამარცხვინოა, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო შედეგიანად უნდა ჩავებათ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროატლანტიკური სივრცისთვის ორგანული და ჩვენი ტრადიციებისთვის შეუსაბამო მოვლენების უარყოფის და ჩვენი ცხოვრების სინამდვილეში დაუშვებლობის მიმართულებით წარმართულ კამპანიაში. დემოკრატია არ არის მმართველი კლასისა და ,,ძლიერთა ამა სოფლისათა“ განუკითხავი თვითნებობა, კანონის იგნორირება, ზნეობრივი დეკადანსი და უკანონო პრივილეგიებით სარგებლობა“- განაცხადა, კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივესალმებით ყოფილი პრემიერ–მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს: ,,კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის“. ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მზად არის ითანამშრომლოს ორგანიზაცია ,,მოქალაქესთან“ და სათავეში ჩაუდგეს არასამთავრობოთა კოალიციას, რომელიც დემოკრატიული, ცივილიზებული, თავისუფალი საქართველოს სინამდვილიდან უღირს და მიუღებელ კანონდარღვევებსა და გადაცდომებს შეებრძოლება“, - აღნიშნა, კერძოდ, არჩილ კაიკაციშვილმა.