სამართალი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა

hall-samart-2საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

შს მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.