დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში რუსეთისა და ევროპის უმაღლესი მწვერვალის დასავლეთ მწვერვალი - იალბუზი 9 ქვეყნის 47-მა მონაწილემ დაიპყრო - Sputnik საქართველო
საქართველო, 6 ოქტომბერი,
საქინფორმი. საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტის
"ამაღლება. იალბუზი. გამარჯვება-70" და საერთაშორისო ახალგაზრდულო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "
თანამეგობრობის" სხვა პროგრამების შეჯამებაზე ისაუბრეს ბრიფინგის მონაწილეებმა, რომელიც "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის ხელმძღვანელმა
ალექსანდრ ბეჟენცევმა, რომელიც 2015 წლის აპრილიდან მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ახალგაზრდულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია "
თანამეგობრობასთან“, ასევე ამაღლების მონაწილე, საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის იურისტმა ლანა ადამიანმა.
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში რუსეთისა და ევროპის უმაღლესი მწვერვალის დასავლეთ მწვერვალი 9 ქვეყნის 47-მა მონაწილემ დაიპყრო. მათ შორის — საქართველოს, რუსეთის, უნგრეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა.
პროექტი 2015 წლის 12-20 სექტემბერს ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე იალბუზთან განხორციელდა. ამაღლებამდე პროექტის ყველა მონაწილემ, რომელთა შორის იყვნენ როგორც პროფესიონალები, ისე მოყვარულები, გაიარა დაწვრილებითი ინსტრუქცია ექსპედიციის შესახებ, მომარაგდა აუცილებელი აღჭურვილობით და ყველა მათგანმა გაიარა აკლიმატიზაციის კურსი.