პუბლიკაციები
ასადი: "რუსეთი გადაარჩენს ახლო აღმოსავლეთს ტერორიზმისაგან!"

zar-1-anსაქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მხარს უჭერს  რუსეთის სამხედრო- საჰაერო ძალების მიერ საჰაერო იერიშების განხორციელებას სირიის ტერიტორიაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა ახლო აღმოსავლეთის ტერორიზმისგან გადასარჩენად, - წერს USA Today. ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ კოალიცია, ამერიკის შეერთებული შტატებით სათავეში, არის სირიაში არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი. პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები სირიელებიმასობრივი მიგრაციის პროვოცირებას ახდენენ, რაც იწვევს ისეთ უზარმაზარ კრიზის, ევროპა მეორე მსოფლიო ომიშემდეგ რომ არ უნახავს.

რუსეთის სამხედრო კამპანია სირიაში  წარმატებული იქნება, რადგან მას აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ირანისგანაც, ამბობს ასადი. "კამპანია იქნება წარმატებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი რეგიონი განადგურდება ", - ასეთი კომენტარი გააკეთა სირიის პრეზიდენტმა არსებულ სიტუაციზე.