უცხოეთი
საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო- საჰაერო ძალების მიერ საჰაერო იერიშების განხორციელებას სირიის ტერიტორიაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა ახლო აღმოსავლეთის ტერორიზმისგან გადასარჩენად, - წერს USA Today.
ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ კოალიცია, ამერიკის შეერთებული შტატებით სათავეში, არის სირიაში არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი. პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები სირიელების მასობრივი მიგრაციის პროვოცირებას ახდენენ, რაც იწვევს ისეთ უზარმაზარ კრიზისს, ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რომ არ უნახავს.