პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს შეხვდა და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო

polit-1საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
აღინიშნა ქართველებს - აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და გაეროს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.

გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.
აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
გალა ვახშამი - 2015 Global Citizen Award Dinner გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.