სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში აშშ-ს, თურქეთის რესპუბლიკის, ისრაელის სახელმწიფოს და დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩებს შეხვდა

samart-1-mtavarსაქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების კუთხით შედეგიანი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა.

მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.

ვახტანგ გომელაურმა და ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე.

„შეხვედრა მოკლე უნდა ყოფილიყო. ჩემი სურვილი იყო, რომ მიმელოცა ბატონი გომელაურისთვის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ როგორც ხედავთ შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. ეს არის იმ არაჩვეულებრივი დახვედრის შედეგი, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ.  მე მანამდეც ვიცნობდი ბატონ ვახტანგს, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მქონდა მასთან შეხვედრის საშუალება. ის შეხვედრაც  არაჩვეულებრივი იყო და დღევანდელი შეხვედრის დროსაც ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მოგეხსენებათ, რომ   ყველა საკითხი რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, მტკივნეულია ჩვენთვისაც. ჩვენ გვაქვს საერთო საფრთხე, საერთო პრობლემები და ამიტომ ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც  მოვისმინე მისი ხედვები ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ძალიან საინტერესო შეფასებები იყო. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. დაიგეგმება როგორც უმაღლესი რანგის შეხვედრები, ასევე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრები და ისინი ყოველთვიურად აქტიურ რეჟიმში განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩ იან კელის შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა, პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ორი ქვეყნის წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობების მნიშვნელობას.

მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებული საფრთხეები და ახლადშექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება.

ვახტანგ გომელაურმა და იან კელიმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გამოკვეთილ პერსპექტივებზე.

„პირველი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან. ეს იყო ძალიან პროაქტიური შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეხო. ჩვენმიმოვიხილეთ ჩვენი კოოპერაცია. მე მადლობა გადავუხადე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ყველაფრისთვის, რასაც მისი სამსახური აკეთებს, გვეხმარება ჩვენ და იცავს ადამიანების უსაფრთხოება. ვისაუბრეთ საზღვრის დაცვის ასპექტებზე და კონტრტერორიზმის საკითხებზე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული როგორც უსაფრთხოების სფეროში, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებულად აღინიშნა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით შესაბამისი ორგანოების შედეგიანი ურთიერთთანამშრომლობა.

ვახტანგ გომელაურმა და იუვალ ფუქსმა ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და გამოკვეთეს თანამშრომლობის გააქტიურების და გაღრმავების პერსპექტივები.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ეს არ იყო პირველი შეხვედრა. პირველად მაშინ შევხვდით , როცა ბატონიგომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მე მას და მის თანამშრომლებს მივულოცე ახალი სამსახურის შექმნა. ახალი უსაფრთხოებისსამსახურის შექმნას საქართველო ახალ ეტაპზე გადაჰყავს სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, როგორიცაა მაგალითად ისრაელი. რეფორმამნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ისე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით“,- განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა იუვალ ფუქსმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების თავისებურებები და არსებული თანამშრომლობის მიმართულებები.

ვახტანგ გომელაურმა და ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა შეაჯერეს სამომავლო ორმხრივი საქმიანობის პერსპექტივები.

„უკვე მეორედ მქონდა პატივი შევხვედროდი ბატონ გომელაურს. პირველად შევხვდი მაშინ, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო დაამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ უკვე გვაქვს კოოპერაცია ქართულმხარესთან უსაფრთხოების საკითხებში. მე სამსახურის უფროსი დიდ ბრიტანეთში მივიწვიე. დიდი ბრიტანეთი ძალიან აქტიურია და ცდილობსკოორდინირებულად ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან საერთაშორისო ტერორიზმის საკითხებში. საქართველო ძალიან დიდ როლს თამაშობს ამმიმართულებით და აქვს დიდი გამოცდილება. იმედს გამოვთქვამთ, რომ განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას ბატონ გომელაურთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

samart-1-qvem