სამართალი
თბილისის პროკურატურაში ე.წ. საშვების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
1-prop-samart-3საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი.  პროკურატურა იკვლევს, ყოფილმა პატრულმა გიორგი ბაბუნაშვილმა სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა თუ არა, როდესაც მოქმედი მაღალჩინოსნების ნათესავების სპეცსაშვების სარგებლობის ამსახველი ვიდეო მასალა გადაიღო და გაავრცელა.
თბილისის პროკურატურაში გამოძიება მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა. გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა ის ადამიანები, რომლებსაც გადაეცათ ვიდეომასალა. უკვე დაიკითხა ელისო კილაძე.
გამოძიება ასევე მიმდინარეობს მთავარ პროკურატურაში და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. ამ შემთხვევაში გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან რამდენად კანონიერად ხდებოდა სპეცსაშვების გაცემა და ასევე მისი გამოყენება.