“სამხედრო კონფლიქტები ევროპაში ლტოლვილების ნაკადის ზრდის მიზეზი ხდება!” - SPUTNIK
საქართველო, 2 ოქტომბერი,
საქინფორმი. პროექტის
“Sputnik.ფაქტები“ ფარგლებში სააგენტო Sputnik ევროპის ქვეყნებში ლტოლვილების მიგრაციის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ევროსტატის მონაცემების მიხედვით, ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადები არის
სირიიდან (73 310 ადამიანი), კოსოვოდან (58 920 ადამიანი) და
ავღანეთიდან (39 910 ადამიანი). სწორედ ამ ქვეყნებში ატარებდნენ აშშ და მისი მოკავშირეები სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებს.
ევროსტატის მონაცემები მოწმობს, რომ ევროპაში ლტოლვილების ნააკდი 2008 წლის შემდეგ დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. მიგრანტების მიმღებ ქვეყნებს შორის ლიდერობენ უნგრეთი, შვედეთი და ავსტრია, რომლებმაც შესაბამისად მიიღეს 9 929, 5 052 და 3 328 ადამიანი 1 მილიონ ადგილობრივ მოსახლეზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლტოლვილთა 72% არის მამაკაცი, დანარჩენი 28% კი – ქალი. ყველა ლტოლვილის თითქის ნახევარი (49%) არიან 14–34 წლის ასაკის მამაკაცები, ამ ასაკის ქალები მხოლოდ 12%–ს შეადგენენ.