პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტიის განცხადება სტალინის ძეგლის აღმართვის წინააღმდეგ

1-arCil-POLIT-1-ANALITსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს გორის თვითმმართველობის ორგანოებში გამართულ მსჯელობას სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე.

სტალინის ძეგლის აღმართვა, როგორი ფორმითაც უნდა განხორციელდეს იგი, ნიშნავს საბჭოთა სიმბოლიკის, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის ერთ - ერთი შემოქმედის აღიარებასა და პატივისცემას.

რესპუბლიკური პარტია იმედს გამოთქვამს, რომ გორის საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც ტოტალიტარული რეჟიმისადმი ხელისუფლების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მისი აღორძინების მცდელობა. ამგვარი გადაწყვეტილება დაარღვევს საქართველოს მოქმედ კანონსა და ევროპის საბჭოს ჩვენთვის სავალდებულო რეზოლუციებს, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევით მიღებულ პოლიტიკურად სახიფათო გადაწყვეტილებას რესპუბლიკური პარტია შეეწინააღმდეგება ყველა კანონიერი  მეთოდით.