სამართალი
არჩილ თალაკვაძე: „დღეს, სპეცსაშვებზე შეშფოთება იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებიც მომსწრენი არიან, თუ როგორ მუშაობდა ადრე რეალურ ცხოვრებაში სპეცსაშვები, არის ფარისევლობა!”
1-talakv-samart-1საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე: „დღეს, სპეცსაშვებზე შეშფოთება იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებიც მომსწრენი არიან, თუ როგორ მუშაობდა ადრე რეალურ ცხოვრებაში სპეცსაშვები, არის ფარისევლობა, რადგან საშვების ინსტიტუციონალიზაცია მოხდა 2009 წელს და მაშინ ისინი სისტემაში იყვნენ. 2014 წლიდან კი, შეიზღუდა როგორც რაოდენობა, ასევე საშვით მინიჭებული პრივილეგიები. დღეს, ბრძოლა დანაშაულთან არის უკომპრომისო და დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი - გაუმჯობესებული. ჩვენ მოვახდინეთ კრიმინალური პოლიციის დანაყოფების კონსოლიდაცია-მოდერნიზაცია, ძალაუფლების გადანაწილება რეგიონული დეპარტამენტების დონეზე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება''.