უცხოეთი
იგი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად 240 მლნ დოლარის გამოყოფაში მონაწილეობდა, დანერგა აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცების ახალი იდეები - ეველინ ფარკასი გადადგება

1-eveli-zar-1-anსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში გაგრძელებული დებატების ფონზე, უკრაინასა და სირიაში რუსეთის აქტივობასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საქმეებში, ეველინ ფარკასი ოქტომბრის ბოლოს, სამხედრო უწყებაში 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, გადადგება. ამის შესახებ Politico იტყობინება, პენტაგონში მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, ფარკასი უკრაინისთვის 240 მნლ დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფაში მონაწილეობდა. ამასთან, მან დანერგა ახალი იდეები აშშ-ის პოლიტიკაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ასევე მხარი დაუჭირა ნატოში ჩერნოგორიის გაწევრებას.