პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ნიუ იორკში ვიზიტი თავისი გეგმით მიმდინარეობს - გეორგი მარგველაშვილი თავის კოლეგა-პრეზიდენტებს საქართველოში ეპატიჟება (ვიდეო)

1-visit-polit-3საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა გაეროში, ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ვეიონისთან გამართა.
სახელმწიფოს მეთაურმა ამერიკაში სამუშაო ვიზიტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო (ვიდეო იხილეთ აქ).
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანდრეი დუდას და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერარს გაეროში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა "ფორდჰეიმის" უნივერსტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. იგი სიტყვით გამოვიდა ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოშიც.

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხორვატიელ კოლეგას კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატიის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი რანგის დისკუსიაში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი - ქალთა გაძლიერება" მონაწილეობა მიიღო.

გიორგი მარგველაშვილი კონექტიკუტში, სანაპირო დაცვის აკადემიას (United States Coast Guards Academy) ესტუმრა და აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო.