პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ ISIL-ისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ლიდერთა სამიტს დაესწრო

1-baraka-polit-2საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
სამიტის მონაწილეებმა ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმები დასახეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს მოლდოვას ეწვევა, - ირაკლი ღარიბაშვილმა ვალერი სტრელეცისგან მიწვევა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, რომლის დროსაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ოფიციალური გაცვლითი ვიზიტები უახლოეს პერიოდში დაინიშნება.