პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის, მიშელ ობამას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

1-miSel-polli-1საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის, ევროკომისიის 
ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში, პრემიერი ღარიბაშვილი ასევე იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის, მიშელ ობამას სახელით გამართულ მიღებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს: Moody’s, Standard and Poor’s და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Moody’s, Standard and Poor’s და Fitch-ის მიერ რეიტინგების მინიჭების საკითხში.