პუბლიკაციები
პუტინის დიდი გამარჯვება! აშშ-მა ბოდიში მოიხადა! (საქინფორმი)

1-cary-zar-1-anსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 28 სექტემბერს, ნიუ-იორკში, თავის 45-წუთიან გამოსვლაში გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინოვიჩ ობამა დაჟინებით მოითხოვდა სირიის ლეგიტიმური პრეზიდენტი ბაშარ ასადის უპირობო გადადგომას (ერთადერთის, ვინც ქურთებთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ იბრძვის). ობამას შემდეგ დაახლოებით ერთ საათში სიტყვით გამოსული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი არ დაეთანხმა თავის ამერიკელ კოლეგას და გააკრიტიკა  შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა სირიაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.

და აი დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ობამასა და პუტინის ზემოთ აღნიშნული სიტყვით გამოსვლიდან მესამე დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, პრაქტიკულად ბოდიში მოიხადა თავისი პრეზიდენტის ნაცვლად და აღიარა, რომ აშშ-ის პოლიტიკა მცდარია! CNN- თან ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა  სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადის დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნაზე და დაჟინებით ითხოვს  ხელისუფლების "მოწესრიგებულად" გადაცემას ამ ქვეყანაში! ეს, რა თქმა უნდა, პუტინის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და  გაეროს გენერალური ასამბლეაზე მისი ისტორიული გამოსვლის პირველი შედეგია  10-წლიანი შესვენების შემდეგ.

"სირიის კონფლიქტი ვერ მოგვარდება სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში  სუნიტების ჩარევის გარეშე, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. ასადის დაუყოვნებლივ გადადგომას კი შეიძლება სამოქალაქო ინსტიტუტების დაშლა და  განადგურება მოჰყვეს სირიაში. აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს ხელსიუფლების თანმიმდევრული გადაბარება, მართვადი გადასვლა ისე, რომ არ იყოს შურისძიების შიში", - განაცხადა კერიმ, აღიარა რა, რომ აშშ-ის უწინდელი მიდგომა სირიაში ხელისუფლების შეცვლისადმი არაქმედითი გამოდგა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე „საშუალებად“ მიიჩნია აშშ-თვის, რუსეთის ჩართვა სირიის კონფლიქტის გადაწყვეტაში. ამავე დროს, კერიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ მოსკოვი განაგრძობს ასადის ალავიტური მთავრობის მხარდაჭერას, მას პრობლემები ელის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობას სუნიტები წარმოადგენენ. "ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთიც შეიძლება გახდეს ჯიჰადისტების სამიზნე", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.