აქტუალური
„მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე, ასევე გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი
1-bilo-aqtual-3საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც გამოსვლაში აღვნიშნე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე. მე იქ გამოსვლისას გავაკეთე მთავარი აქცენტები იმ მთავარ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა ახდენს კონცენტრირებას. ეს არის ჯანდაცვა, მდგრადი განვითარება ქვეყნის, მოსახლეობაზე ზრუნვა. ასევე საუბარი გვქონდა გენდერულ თანასწორობასა და კლიმატური ცვლილებებზე, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. სწორედ ეს კლიმატური ცვლილება არის აქტუალური ჩვენთანაც. როგორც გამოსვლაში აღვნიშნე, ეს შეეხო ჩვენს ქვეყანას, კერძოდ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ამ საკითხებზე გრძელდება შეხვედრები. დღეს მივიღებ მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინიციატივაში, რომელიც შეეხება გაეროს სამშვიდობო მისიებს. დაგეგმილია ამ მისიების გაფართოება. ვაპირებთ, გაეროს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება. ის აღიარება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ წლების განმავლობაში, ის იმიჯი, ის სტატუსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გმირი, ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცების დამსახურება. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი ჩართულობა და მათი როლი”, - აღნიშნა პრემიერმა.