პუბლიკაციები
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთი კვლავ რჩება გაეროში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ და მის იზოლაციას აზრი არ აქვს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა გაეროში.
როგორც ТАСС-ი წერს, სტოლტენბერგი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთსა და NATO-ს შორის, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ იქნა მიღწეული, აღარ არსებობს. სტოლტენბერგმა უპასუხოდ დატოვა კითხვა რუსეთის შესაძლო აგრესიაზე უკრაინაში და განაცხადა, რომ ყურადღება ახლა მიპყრობილი აქვთ იმ პოზიტივზე, რომელიც უკარაინის აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტას მოჰყვა."ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულდება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მინსკის შეთანხმების რეალიზაცია მოხდეს, თუმცა კონფლიქტის საბოოლოოდ დარეგულირებამდე, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა სირიის კონფლიქტში რუსეთის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ბოლომდე ნათელი არაა, რა პოლიტიკური მიზნები აქვს რუსეთს სირიაში. სტოლტენბერგის აზრით, აუცილებელია დასავლეთისა და რუსეთის ფართომასშტაბიანი დიალოგი იმისათვის, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა სირიაში, შემდგომი გართულებების მიზეზი არ გახდეს.
"თუ რუსეთი ასადის მხარდაჭერას გეგმავს, ეს ვერ ჩაითვლება კონსტრუქციულ ქმედებად. თუ რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციას შეუერთდება, ეს იქნება ნაბიჯი თანამშრომლობისაკენ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.