სამართალი
შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ დაწესებულებებში სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს

1-aftiaki-sam-2საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. 2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული, ერთობლივი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კუსტარული ნარკოტიკების - ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა. 2014 წელს შს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ძალაში შესვლის შედეგად კი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული.

2015 წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან - 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება, 76 სამართალდარღვევის ფაქტი კი თბილისში მდებარე დაწესებულებებში გამოვლინდა; ავტორიზებული აფთიაქის მიერ ნებართვის გარეშე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ფაქტზე საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანისთანავე დაიწყება.