საზოგადოება
სტატიიდან ვიგებთ, რომ აღნიშნულ მასწავლებლებს არანაირი პედაგოგიური გამოცდილება არ მოეთხოვებათ, ისევე, როგორც დიპლომი და ინგლისურენოვანი ქვეყნის მოქალაქეობა! აღმოჩნდა, რომ ეს ახალბედა მასწავლებლები ჩვენს ქვეყანაში არა ბავშვების აღსაზრდელად, არამედ გამოცდილების მისაღებად ჩამოვიდნენ.
ბენ გლიკმანი მათ ხელფასებზეც წერს: „ 500 ლარი, რაც მათი ანაზღაურებაა, საკმაოდ ცოტაა დასავლურ სტანდარტებთან შედარებით,მაგრამ სამაგიეროდ, მათ აქვთ უფასო ცხოვრება და, რაც მთავარია, ისინი იძენენ გამოცდილებას“. გამოდის, რომ არაკომპეტენტურმა და გამოუცდელმა უცხოელებმა მადლობა აქეთ უნდა გადაგვიხადონ, ჩვენი შვილების აღზრდას რომ ვანდობთ, და, წესით, ფულსაც აქეთ უნდა იხდიდნენ კვალიფიკაციის ამაღლებაში.