პოლიტიკა
“საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე

1-geor-polit-2-analitსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა და ჩვენ რეგულარულად შეგვაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო ძალებში: ჩვენ ვიყავით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ქართველი სამხედრო ძალები მსახურობდნენ ნატოს ჯარების გვერდი-გვერდ ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო  მსოფლიო თანამეგობრების საიმედო პარტნიორია. "დღეს საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალა.კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ობამას და სხვა ლიდერებს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ დღის წესრიგს და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მრავალწლიან ტრადიციას - წვლილს შევიტანთ სახელმწიფოთაშორის სამშვიდობო ძალებში. ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ვალდებულების შესრულებას. ქართველო მებრძოლები ყოველთვის იდგებიან მოკავშირებიის გვერდით ყველაგან, სადაც ჩვენი ყოფნა საჭიროა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.