სამართალი
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულ შსს-ს აკადემიის კურსანტებს პატივი მიაგო

1-gior-samart-3საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 1992 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული, შსს-ს აკადემიის კურსანტების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მინისტრთან ერთად ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელები და დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის წინაშე დაღუპული კურსანტების დამსახურებაზე ისაუბრა და მათი ოჯახის წევრებს საჩუქრები გადასცა.

1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ქალაქ გაგრის მახლობლად, სოფელ კოლხიდასთან, უშიშროების უმაღლესი სკოლის 14 კურსანტი დაიღუპა.

შსს-ს აკადემიაში აფხაზეთში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან განვითარებული მოვლენების შესახებ საარქივო მასალებიც გამოიფინა. ასევე წარმოდგენილი იყო ჟურნალ „საარქივო მოამბის“ აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული სპეციალური ნომერი და 1992 წლის აფხაზეთის ომის დოკუმენტური კადრები.