საზოგადოება
„გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინსტიტუტების მიუკერძოებლობა არის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც განაპირობებს მთავრობის ეფექტიანობას“ - ირაკლი ღარიბაშვილი
1-publ-sazog-3საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.საქართველოში ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობის კონსოლიდაციას, რომელშიც თავმოყრილი იქნება რეგულაციები ღიაობის პრინციპზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად. რასაკვირველია, ეს მიზნები უნდა ეხებოდეს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობასაც. ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების დაკმაყოფილება უცხო ძალის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იძულებით გადაადგილების პირობებში“, -აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივად და დაუბრკოლებლად მოხდეს გადასვლა ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგზე, რაც მოითხოვს გაბედულ ნაბიჯებს კაცობრიობის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.