უცხოეთი
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ომი განაახლეს?!
1-arm-zar-2საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთი იმუქრება, რომ აზერბაიჯანის ძალების წინააღმდეგ „საპასუხო“ საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებს განახორციელებს, მას შემდეგ, რაც ბოლო ორ დღეში დაიღუპნენ სომეხი სამხედროები და სამოქალაქო პირები. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა სამთავრობო კომისიას 26 სექტემბერს უთხრა, რომ აზერბაიჯანმა „უხეშად“ დაარღვია საზავო შეთანხმება, რომელიც 1994 წელს გაფორმდა სისხლისღვრის შეჩერების მიზნით აზერბაიჯანის დავის საგნად ქცეულ ტერიტორიაზე, მთიან ყარაბაღში. სარქისიანმა დასძინა, რომ სომხეთი ომს უფრთხის, მაგრამ ბრძოლის არ ეშინია. სარქისიანის ამ სიტყვებამდე რამდენიმე საათით ადრე სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალების მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმამ იმსხვერპლა ოთხი სამხედრო სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე. ამასთან, სომხეთი აცხადებს, რომ სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა აზერბაიჯანის საარტილერიო ცეცხლს 24 სექტემბერს, სომხეთის ტავუშის რეგიონში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხშირია სროლა საზღვრის გასწვრივ და ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე.