შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს
- ნუგზარ ა-ს და
რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა შოთა მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.