საქართველოს და თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

საქართველო, 28 სექტემბერი,
საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის კატარღა „
TCSG-95“ შემოვიდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.
ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ღია ზღვაში ერთობლივი მანევრები და ძებნა-გადარჩენის ოპერაციები განახორციელეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ თურქული კატარღა "TCSG-95" და ქართული კატარღები ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (P-102) და „ბათუმი“ (P-103).