აქტუალური
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს

1-oon-aqtual-2საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაური ენერგიის და ვაჭრობის კომიტეტის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელს, კონგრესმენ ელიოტ ენგელსს შეხვდა. შეხვედრაზე კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ კერძო სექტორის სამუშაო ლანჩს დაესწრო.სახელმწიფო მეთაურებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კერძო სექტორის როლზე მდგრადი განვითარების საკითხებში. სტუმრებს გაეროს გენერალურმა მდივანმა უმასპინძლა. სამუშაო ლანჩს ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის, დანიის, ხორვატიის, ლუქსემბურგის, მოლდოვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის შვედეთის მეთაურები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia იმართება. ნიუ იორკში Chelsey Market-ს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ეწვია.

გამოფენაზე, რომელიც chelsey market-ში სამი დღე გრძელდება,  წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინერების პროდუქცია. გამოფენა-გაყიდვა  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.