აქტუალური
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა ზუგდიდში ვეტერანებისა და მათი ოჯახებისათვის საჩუქრები ჩაიტანა
1-dir-aqtual-1საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა საქველმოქმედო კავშირ მადლი 201“-ის წარმომადგენელ ირაკლი ქარჩავასთან ერთად სამეგრელოში, ზუგდიდში ვეტერანებისა და მათი ოჯახებისათვის ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები ჩაიტანა. ამ ეტაპზე საჩუქრები 80 ოჯახზე იყო გათვლილი, მომდევნო ეტაპზე აქციას პერმანენტული სახე მიეცემა. საჩუქრების გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შორია ესწრებოდნენ.