საზოგადოება
მისივე თქმით, ამ ხალხს სულ სხვა მიზნებით უნდა პოლიტიკაში ექსპრემიერის დაბრუნება.
„მათი მიზანია ირაკლი ღარიბაშვილის ჩაძირვა, რის შემდეგაც უკვე ბიძინა ივანიშვილს მიადგებიან. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ის არა, რომ ადამიანს ხელისუფლებაში მოსვლას აიძულებდე. იმ ადამიანმა გარკვევით თქვა, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, თუ აქ ცუდად წავა საქმე.
ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვადასხვა ზეწოლებით ივანიშვილი პოლიტიკაში შემოიყვანონ და მერე გადამწყვეტი დარტყმა მიაყენონ და საბოლოოდ მოიშორონ. ეს არის შეთქმულება ექსპრემიერის წინააღმდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში? ირაკლი ღარიბაშვილი თავის საქმეს მშვენივრად უძღვება“, - აცხადებს მჟავანაძე.