"22 წელი უსოხუმოდ, უაფხაზეთოდ!” – ჯუმბერ კირვალიძე
საქართველო, 28 სექტემბერი.
საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე: „სოხუმში და აფხაზეთში დაბრუნებისთვის, პატიების და მიტევების გზა არის ყველაზე ზნეობრივი და მართალი! ქართველებმა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, აფხაზებს, – ომი დამთავრდა და ჩათვალეთ, რომ "თქვენ მოიგეთ" (თუმცა, რუსეთის დახმარებით, მაგრამ მაინც..!). დიახ, ძმებს შორისაც ხდება ასეთი უბედურება (ომი!), მაგრამ, დროა უკვე მშვიდობიანი ცხოვრება აღვადგინოთ და დევნილები დავაბრუნოთ იქ, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, საკუთარ სახლებში. ქართველებმა და აფხაზებმა, ერთად დავიტიროთ ჩვენი დაღუპული ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები!..
მხოლოდ მოსკოვში და პეტერბურგში, ანდა თბილისში კი არა, არამედ მთელს აფხაზეთში გადავიხადოთ ახლად შექმნილი შერეული აფხაზურ-ქართული ოჯახების ქორწილები, რომლებიც ღვთის წყალობით არ შეწყვეტილა ამ 22 წლის განმავლობაში! აფხაზებმა და ქართველებმა ჩავთვალოთ, რომ ამ ავადსახსენებელი ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორია „გაიზარდა აღმოსავლეთით“, მთელი საქართველო მოიცვა და ამის შედეგად, ქართველებმა და აფხაზებმა ე რ თ ა დ დავწეროთ ახალი კონსტიტუცია, ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ერთად გავუმაგროთ საძირკველი ჩვენს ს ა ე რ თ ო, გამთლიანებულ სამშობლოს და ერთად ავაშენოთ, ჩვენი ე რ თ ი ა ნ ი, ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო!“.