სამართალი
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით სოციალური ვიდეო რგოლისა და დოკუმენტური ფილმის “ვეტერანი“ პრეზენტაციას გაიმართა. კლიპისა და ფილმის რეჟისორია შალვა შენგელი, ხოლო სცენარისტი - მიხეილ ბასილაძე.
პრეზენტაციის შემდეგ ფილმში მონაწილე ვეტერანების შვილების დასაჩუქრება გაიმართა.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვიცე-მერი და მერის მოადგილე, მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრები, ვეტერანები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსახიობები და ჟურნალისტები.