საზოგადოება
კარდენახელმა მევენახემ გელა გრიშენკომ რუსთავი 2-ის კამერის წინ 0.25 ჰა. სხვისი ვენახი გაჩეხა

1-kardenax-SAZOG-2საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, გელა გრიშენკო და დედამისი ნუნუ გრიშენკო აქციების დროს გვერდიდან არ მოშორებიან ნაციონალურ მოძრაობას და ბატონ ღვინიაშვილს. ნუნუ გრიშენკო ჰყავდა ღვინიაშვილს წაყვანილი პარლამენტის ცნობილ სხდომაზე, როგორც მათი დიდი ქომაგი და მხარდამჭერი.

„ტერიტორია გვაჩვენეს, სადაც იყო ვაზი გაჩეხილი. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის ამ ადამიანს, ეს ეკუთვნის დომენჭაშვილ გოდერძის, რომელსაც 25 მეასედი ვაზი ჰქონდა ადრეული ჯიშის. მან ეს ადრეული ჯიში ადრევე დაკრიფა და იმ ადგილზე ბატონ გოდერძის რქაწითელის ჩაყრა სურდა და ამისათვის გადაჭრა ეს ძველი ვაზი. სამწუხაროდ, ტელევიზიებმა ჩვენ, როგორც მაყურებელს და მსმენელს შემოგვატყუეს ისე, თითქოს ეს ვაზი იყო დღეს გაჩეხილი და ეს ვაზი იყო გაჩეხილი იმისთვის, რომ აღარ სურდა ვინმეს ვაზი. ეს არის ცალსახა პროვოკაცია. ეს არის დადგმული სპექტაკლი”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.