აქტუალური
პირველი მსხვილი ქართულ-ჩინური პროექტი - ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, ქალაქ ივუში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება
1-kartul-AQTUAL-1საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. პროექტის დეტალები სუოლუნ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გააცნეს.
ქართული კულტურის სახლი მსოფლიოში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ის 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ხუთსართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ქართული ღვინის საგამოფენო დარბაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტურიზმის კულტურა და საინვესტიციო პოტენციალი. ქართული კულტურის სახლი, რომლის გახსნასაც ჩვენ ვგეგმავთ ქალაქ ივუში, წარმოადგენს მთლიანად ქართულ კულტურას - ღვინიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით დამთავრებული. მოხარული ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა საკითხში მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კულტურის სახლი იქნება საქართველოს ფანჯარა მსოფლიოში“, - განაცხადა „სუოლუნ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ, რომელმაც ქართული სახელი, სანდრო დაირქვა.
ქართული კულტურის სახლის პროექტს სუოლუნ ჯგუფი“ ჩინეთში „თბილინვესტ ჯგუფთან“ თანამშრომლობით განახორციელებს.