უცხოეთი
რუსეთი მზადაა „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიაში აშშ-ის დახმარების გარეშე ებრძოლოს

1-IG-zar-3საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ დათანხმდება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებთან ერთობლივად ბრძოლას, თუმცა მზადაა ვაშინგტონის დახმარების გარეშეც იმოქმედოს, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იტყობინება. გამოცემის მონაცემებით, რომელიც კრემლსა და თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროებს ეყრდნობა,რუსეთი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური საელმწიფოს“ პოზიციებზე სირიაში ავიაიერიშების მიტანას გეგმავს, - იუწყება НТВ.ru.

მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახლახან განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებელ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენდა და კვლავაც აღმოუჩენს დამასკოს ტერორისტებთან ბრძოლაში. ხოლო წინა დღეს რფ-ის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა რუსეთისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია“.