სამართალი
შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 147 აბი ამოიღო
1-bupren-samart-2საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიხეილ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოშიუკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას,  ბუპრენორფინის შემცველი 147 აბი ამოიღეს. ბრალდებულმა აღიარა, რომ ნარკოტიკული საშუალება პარიზში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.