სამართალი
საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ანუ რა ღირს სკოლის დირექტორის „სიმწიფის ატესტატი“?

1-mamukkk-samart-1საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაქირ მ. დააკავეს.

ზაქირ მ. მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ხუთი კლასის განათლება, ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის დამზადებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 500 აშშ დოლარი და  წინასწარ აიღო 250 აშშ დოლარი.

2015 წლის 22 სექტემბერს ზაქირ მ-მ მოქალაქეს დაუმზადა ატესტატი და გამოართვა დარჩენილი  250 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი  ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6 დან 9  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).