აქტუალური
„მჯერა ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების! მჯერა ნატოსი! მჯერა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპის ნაწილია!“ - სჯერა თუ არა ხიდაშელს ღმერთის?!

1-jera-aqtual-3საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. „მჯერა საქართველოსი. მჯერა ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების. მჯერა ნატოსი. მჯერა, რომ ერთიანმა ევროპამ მშვიდობიანად უნდა იცხოვროს. თუ ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, მაშინ მჯერა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპის ნაწილია. ჩვენ ვსაუბრობდით ერთიან ევროპულ მშვიდობაზე, რომელიც არ გამორიცხავს საქართველოს, უკრაინას ან მოლდოვას”, - განაცხადა BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ობამას ან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით შეუსაბამოა, თინათინ ხიდაშელმა, კერძოდ, უპასუხა: გვახსოვს 1990-იანი წლების ბოლოს ბევრი ქვეყნის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო მომავალში ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ეს მოსაზრება ძალიან მალე ფუნდამენტურად შეიცვალა... იმიტომ, რომ პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებული იყო. დღევანდელ ცვალებად ევროპაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ამ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ვარშავის სამიტამდე მივალთ. საქართველოს მგავს ქვეყნებს კი ამ პერიოდში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მაქსიმუმი გააკეთონ მიზნის მისაღწევად“.

HARDtalk -ის წამყვანი ნატოს გაფართოების საკითხის კონტექსტში უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ინტერესების გაძლიერების თემითაც დაინტერსდა. მინისტრის განცხადებით: როდესაც 2008 წლის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არ გადაეცა, მოსკოვს გზა გაეხსნა საქართველოში შემოსაჭრელად, რაც განახორციელა აგვისტოს თვეში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორივე მაგალითი. ეს არის ის ქვეყნები, სადაც ხალხი იღუპებოდნენ ომებში, რისი აღკვეთაც შეეძლოთ ნატოსა და ევროკავშირს“.