„რა გითხრათ წინასწარ პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთი კია რომ ამდენი ხნის განმავლობაში და რაც არასოდეს არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია, ეს მთავრობა ამყარებს პოლიტიკურ კულტურას რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ თუ ხელისუფლებაში მოსვლა გინდა, ეს არის ერთადერთი გზა არჩევნების გზა და სხვა გზა არც განიხილება და თუ ნებისმიერი სადაო საკითხი არსებობს ეს არის სასამართლოს გზა. ეს არის ცივილური ფორმა, სხვა საუბრები რაც მესმის ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის მხრიდან, ზეწოლაზე დევნაზე, ადამიანის უფლებაზე და ა.შ ეს არის ცნიზიმი და დაცინვა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ამ ხალხმა კანონი და მათ შორის კონსტიტუციაც ფეხქვეშ გაიგო. პრეზიდენტი არის ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩეული და მან ვფიქრობ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა გაუწიოს ანგარიში, თუ მისი გადაწყვეტილება რა შედეგებს მოიტანს და თუ მან ასეთი რამე გააკეთა... მე პირადად სინანული გამიჩნდება იმის გამო, რომ მე მის გამო ოდნავ მიბრძოლია, მილოცია, დამილოცია, მიმილოცია და ა.შ. თუ ის ამ ნაბიჯს გადადგავს მაშინ საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს პასუხი უნდა გასცეს",- განაცხადა, კერძოდ, ზაზა პაპუაშვილმა.
როგორც ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ მედიას განუცხადა, ის მზადაა შეიწყალოს თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა ახალი წლისთვის, თუკი "გიგი ამას თავად მოისურვებს"...