უცხოეთი
რუსეთი შეიძლება სირიელი ლტოლვილებით გაივსოს - ევროპამ მოვლენები ნებაზე მიუშვა და ხალხმა მშვიდობიანი ცხოვრების ძიებაში რფ-ში თავშესაფრის თხოვნა დაიწყო

1-imigran-zar-3საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. წელს რუსეთს თავშესაფარი სთხოვა სირიის 912 მოქალაქემ, - იტყობინება რუსეთის ფედერაციის ფედერალური საემიგრაციო სამსახური. შარშან, იმავე პერიოდში, 1198 სირიელმა გამოთქვა  რუსეთს ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღების სურვილი. ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გაღვივების გამო, ხალხი იძულებულია თავშესაფარი ეძიოს ევროპაში და ხშირად  ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად გადადის. ლტოლვილები საეჭვო ხარისხის გემებითა და კატარღებით, ფეხითა და მანქანით ფარულად კვეთენ სახმელეთო საზღვრებს, ხშირად - ასობით იხოცებიან, მაგრამ ეს ვერ აჩერებს უკეთესი ცხოვრების მაძიებელი ხალხის უზარმაზარ ნაკადს.

ევროკომისიამ მიმდინარე საემიგრაციო კრიზისი ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე დიდ კრიზისად აღიარა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამწვავების მომენტიდან ევროპაში 350 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.  ფედერალური საემიგრაციო სსამსახურის უფროსმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის სირიიდან  და ლიბიიდან ლტოლვილთა მისაღებად - თუ, რა თქმა უნდა, ისინი არ დაარღვევენ რუსეთის კანონმდებლობას.