შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს

საქართველო, 23 სექტემბერი,
საქინფორმი. ბორჯომში, სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო დამატებით ჯგუფები ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის დანაყოფებიდან. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მონაწილეობდა 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
თბილისიდან ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.