პუბლიკაციები
„ინტერვიუს აღების დროს ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი ერთმანეთში აირია. ხალხის 65% საკმაოდ დიდი რაოდენობაა. არ არის სიმართლე, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, პირიქით, ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უბრალოდ, ეს ხალხი თავს გრძნობს იმედგაცრუებულად, რადგან აღარ სჯერა, რომ ეს მოხდება ახლო მომავალში. საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის რწმენის დაკარგვა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის მომხრეთა რიგებში ეწერება... ჩემი თაობა, რომელიც უმთავრეს სამუშაო ძალასა და საარჩევნო მასას წარმოადგენს საქართველოში, ის ხალხია, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია...“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გადაცემის წამყვანთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში თითქმის ყველა ქართულმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ რუსი ჯარისკაცები კლავდნენ. სწორედ ამიტომ, საქართველოში არასდროს დაუჭერენ მხარს რუსეთს, ევრაზიის კავშირსა თუ მსგავს ორგანიზაციებში საკუთარი ქვეყნის გაწევრიანებას.