საზოგადოება
რიმა ბერაძემ სომხეთის დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

1-ber-saz-1-MTსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, ქართველ სომეხთა კავშირის მიწვევით, სომხეთის დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

უკვე 24- წელია სომეხი ერი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს. დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად გაგრძელდება, საუკუნეების განმავლობაში უკვე ტრადიციად ქცეული ის თბილი ურთიერთობა, რომელიც საქართველოს მრავალეროვან დედაქალაქში მცხოვრებ სომეხი ერის წარმომადგენლებსა და ქართველებს შორის არსებობს.

თბილისის საკრებულოში შექმნილია და წარმატებით ფუნქციონირებს მცირე ერების წარმომადგენელთა საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც გამართული შეხვედრები, კიდევ ერთი დასტურია ქართველებისა და თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ერების წარმომადგენელთა დიდი მეგობრობისა.

ვულოცავ, მოძმე სომეხ ხალხს დღევანდელ დღეს და მათ წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ“, -განაცხადა რიმა ბერაძემ.

რიმა ბერაძესთან ერთად, ღონისძიებას ფრაქციასთან ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდა. სომხეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, 1991 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, რომელზეც ამომრჩეველთა 94,99 % დამოუკიდებლობის გამოცხადებას მისცა ხმა.

1-ber-saz-1-1 1-ber-saz-1-2
1-ber-saz-1-3 1-ber-saz-1-4
1-ber-saz-1-5 1-ber-saz-1-6
1-ber-saz-1-7 1-ber-saz-1-8
1-ber-saz-1-9