აქტუალური
„აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ასე იქნება“ - თინათინ ხიდაშელი

1-abxazia-aqtual-3-analitსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აფხაზი და ოსი ხალხის გული მოიგოს. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობის მიზანი ამ ტერიტორიების დაბრუნებაა. ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დასრულდება“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმBBC-ის გადაცემა „HARDtalk-ში სტუმრობისას.

ჩვენ არასდროს ჩავერთვებით ომში აფხაზეთთან დასამხრეთ ოსეთთან“. საქართველოს ინიციატივით არასდროს ყოფილა ომისამხრეთ ოსეთისათუ აფხაზეთის წინააღმდეგ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა, ნათელია. პირველი - ეს არის სტრატეგიული მოთმინება, მეორე - ნდობის ამაღლება“,- განმარტა თინათინ ხიდაშელმა და რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკურად არაკორექტულ და უკანონო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.

„რუსეთი ხელშეკრულებებს არა მარტო აფორმებს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, 6000-კაციანი საოკუპაციო ჯარები ჰყავს განთავსებული ამ ტერიტორიაზე, რომლებიც თითქმის ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ. გლეხს, რომელიც ტყეში სოკოს მოსაგროვებლად მიდის, რუსი ჯარისკაცები იტაცებენ. 24, 48 ან 72 საათის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე იმყოფება რუსი სამხედრო, მათ უკან აბრუნებენ. რუსები განმარტავენ, რომ გლეხებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აკავებენ და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. გარდა ამისა, რუსები ყოველდღიურად ახორციელებენ მცოცავ ანექსიას“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.