აქტუალური
„არ არსებობს მიზეზი დავიჯერო, რომ მოსკოვი მზადაა ნატოსთან ომში ჩაერთოს“ - თინათინ ხიდაშელი

1-nato-aqtual-2-analitსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. BBC-ის გადაცემა „HARDtalk-ის შეკითხვას - თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, დაუყონებლივ ჩაერთვება თუ არა ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:

არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა ნატოსთან ომში ჩასართავად, დღევანდელ ევროპაში არსებული გარემოებების მიუხედავად. ამ კითხვაზე ვრცელი პასუხი კი არის ნატოს ისტორია. სადაც კი ნატო გაფართოვდა, ყოველთვის მშვიდობა მიუტანა იმ ქვეყანას. არანაირი მაგალითი არ გვაქვს, რომ ნატოს გაფართოებას რომელიმე ქვეყანაში ომი ან რაიმე გართულება მოჰყოლოდა. პირიქით, ამ ქვეყნების უსაფრთხოება გაიზარდა. ყოველთვის აღვნიშნავ, ბალტიისპირეთის ქვეყნები უსაფრთხოდ ცხოვრობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისგან თავისუფლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნატოში გაწევრიანდნენ. არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ საქართველოს შემთხვევაში სხვანაირად მოხდება “, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.