საქართველოს აზერბაიჯანის $ 10 მილიონი მართებს
საქართველო, 22 სექტემბერი,
საქინფორმი. საქართველოს 17 ორმხრივი ქვეყანა-კრედიტორი ჰყავს, რომელთა მიმართ საერთო დავალიანება
716,8 მილიონ დოლარს შეადგენს. კრედიტორი-ქვეყნების რიცხვში შედის აზერბაიჯანიც. საქართველოს ვალი აზერბაიჯანის მიმართ
10 მილიონ 806 ათას დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობაში.
საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა, რომელიც აღებულია სესხების სახელმწიფო გარანტიებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, დაახლოებით
$ 4.2 მილიარდია. წლის დასაწყისიდან საქართველოს სახელმწიფო ვალი
17,3 მლნ დოლარით შემცირდა.