უცხოეთი
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ, ყირიმის ნაყოფიერი ბლოკადის შემდეგ, არაოფიციალური ფორმირებები მოისურვებენ ძალაუფლების მიღებას, იმაში დარწმუნებულნი, რომ რაკიღა უკვე გადაკეტეს საზღვარი - ესე იგი ხელისუფალნი არიან
1-gub-zar-1საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი.  ყირიმის ბლოკადა უნდა განხორციელებულიყო ოფიციალურ დონეზე, და არა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების ძალებით, - განაცხადა ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "Espresso TV"-თვის მიცემულ ინტერვიუში. "ასეთი რამეები უნდა განახორციელონ ოფიციალურმა სახელმწიფო ფორმირებებმა და არა საზოგადოების ნაწილმა იარაღით", - განაცხადა სააკაშვილმა. "სახელმწიფომ არავის უნდა მიანიჭოს ძალის გამოყენების მონოპოლია", - განაცხადა ოდესის ოლქის გუბერნატორმა. განცხადება ყირიმთან საზღვრის დაბლოკვის განზრახვის შესახებ, პროდუქციის მიწოდების შესაჩერებლად, უწინ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებმა, არარეგისტრირებული ორგანიზაცია "ყირიმელი თათრების მეჯლისის" ლიდერებმა რეფატ ჩუბაროვმა და მუსტაფა ჯემილიევმა გააკეთეს. მოგვიანებით, აქცისთვის მიერთების მზადყოფნის შესახებ განაცხადა ექსტრემისტულმა მოძრაობა "მემარჯვენე სექტორმა". ახლა მათ დაბლოკეს ყირიმში უკრაინიდან მიმავალი სამი  გზა ხერსონის ოლქში.