რედაქტორისგან
საქინფორმი: სააკაშვილის მიერ გადაბირებული ქართველი რეკრუტები ბათუმიდან ოდესაში კომპანია „UKRFERRY“ კუთვნილ ბორან „Greifswald“-ს გადაჰყავს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვ.გომელაურის საყურადღებოდ

1-greif-akt-3-mtროგორც საქინფორმს უკრაინულმა წყარომ აცნობა (რომლის ყველა უწინდელი ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხალხის დანიშვნის შესახებ, დადასტურდა), საქართველოს ექსპრეზიდენტის თანამოაზრეებმა, საქართველოში მძიმე სოციალური ფონის - უმუშევრობისა და ინფლაციის გამოყენებით, დაიწყეს საქართველოს არმიიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეების უკრაინაში - კიევის ხელისუფლების მხარეზე მებრძოლ სხვადასხვა სამხედრო ფორმირებაში, ძირითადად, „აიდარსა“ და „ქართულ ლეგიონში“ დაქირავებულ მებრძოლებად გადაბირების კამპანია.

როგორც საქინფორმის უკრაინული წყარო ირწმუნება, სიების შედგენისას, უპირატესობა ენიჭებათ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ერაყსა და ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებში გამოცდილების მქონე სამხედროებს.

გადაბირების მექანიზმი შემდგენაირია: შერჩეულ კანდიდატს ხორციელდება ზარი ან ეგზავნება SMS მობოლურ ტელეფონზე დაფარული ნომრიდან - წინადადებით, ჩავიდეს უკრაინაში და გაერთიანდეს ზემონახსენები სამხედრო ფორმირებების რიგებში. პრინციპული თანხმობის მიღების შემდეგ, რეკრუტს Skype-ს მეშვეობით ატყობინებენ ჩასვლის ადგილის უკრაინულ მისამართს დანარჩენი დეტალური ინსტრუქციებით.

ყოველთვიური ანაზღაურება - რეკრუტის მინიმალური ხელფასი 2500 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ავანსის სახით მის საბანკო ანგარიშზე საქართველოში წინდაწინ ირიცხება თვიური ხელფასის ოდენობის ამავე რაოდენობის თანხა.

რეკრუტების ჯგუფის გადაყვანა ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტით მარშრუტითბათუმის პორტი-ილიჩევსკის პორტი(ოდესა) სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს (UKRFERY) მეშვეობით, პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა 2015 წლის სექტემბერის პირველ დეკადაში საავტომობილო-სარკინიგზო/სამგზავრო ბორნით „გრეიფსფალდი“ (Greifswald) (იხ. ფოტო). რაკიღა სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტზე 3-თვენახევრიანი ბობოქარი მოღვაწეობის მანძილზე თანამდებობებიდან გაათავისუფლა პორტისა და ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელობა, ოდესის ილიჩევსკის პორტშ ჩასვლისა და იქ ყველა საბაჟო-სასაზღვრო ბარიერების გადალახვის პრობლემა ქართველ რეკრუტებს არ აქვთ.

როგორც საქინფორმს კომპეტენტურმა უკრანულმა წყარომ აცნობა, რომელიც აშკარად სახელისუფლებო სტრუქტურებში მუშაობს, საქართველოდან უკრაინაში სამხედრო კადრების მიზიდვის მთელ პროცესს კოორდინირებას უწევს საქართველოს შეირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი გიორგი კალანდაძე (დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2012 წლის 8 ოქტომბერს და ერთი თვის შემდეგ - 2015 წლის 7 ნოემბერს - დაკავებული იქნა საკუთარ კაბინეტში საქართველოს სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით „სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადაჭარბება“, მოკლე ხანში სასამართლომ გაათავისუფლა გირაოთი, შემდეგ გაამართლა, რის მერეც დატოვა საქართველო და გაემგზავრა უკრაინაში უკვე იქ მყოფ სააკაშვილთან).  

უშუალოდ გადაბირებით კი დაკავებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების 1-ლი ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი დ. მაკიაშვილი. (საქინფორმისთვის უცნობია ასეთი პოლკოვნიკი, შესაძლოა ამის მიზეზი ცუდი სმენადობა იყოს, ანდა უკრაინელი, რომელიც ჩვენთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ მაკიაშვილი თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩანა ახალაიას ნდობით აღჭურვილი და მასთან დაახლოებული პირია, არასწორად წარმოთქვამს ქართულ გვარს).

საქინფორმი დაჟინებით ურჩევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს, გადაამოწმოს ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია თავისი არხებით და მისი დადასტურების შეთხვევაში - მიიღოს შესაბამისი ზომები.

მხოლოდ საომრად გაწვრთნილ, თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულ ქართველ სამხედროებს ოჯახები ჰყავთ გამოსაკვები, 2500 დოლარი თვეში კი კარგი ფულია... მაგრამ საქართველოს არ ჰყავს ქართველები საზარბაზნე ხორცად უცხო ომში! სააკაშვილს კი ნაკლებად ანაღვლებს ისინიცა და კიევის არმიის თავდაცვისუნარიანობა - იგი წვრთნის საბრძოლო დივიზიას, რათა მასთან ერთად დაბრუნდეს საქართველოში იმავე მარშრუტით -  „ილიჩევსკის პორტი-ბათუმის პორტი“, იმავე კომპანია „UKRFFERRY”-ის ბორნით „Greifswald” (იხ. ზემოთ). აი მაშინ კი შეიძლება მოხდეს ყველაზე საშინელი - ქართველი მეომრები, გუშინდელი თანამებრძოლები, ერთმანეთს ესვრიან...

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 22 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

1-greif-1 1-greif-2
1-greif-3 1-greif-4
1-greif-5