შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, 22 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა
ვლადიმერ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ვლადიმერ ქ-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 201 საბრძოლო ვაზნა, თურქული წარმოების, არარეგისტრირებული სანადირო თოფი, კუსტარულად დამზადებული, არარეგისტრირებული პისტოლეტი, 6 მჭიდი და ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი 7 დეტალი ამოიღეს.