აქტუალური
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი იმყოფება

1-eston-aqtual-2საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ესტონეთის დელეგაცია გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ესტონეთის შეიარაღებული ძალები ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ინტენსიური და მჭიდრო კომუნიკაცია ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის ზრდას, ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური ნიშნულის მიღწევას“,- განაცხადა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ესტონურ მხარეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა.